საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. ევრაზიული ეკონომიკური ფორუმი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც ფოკუსირებულია მასშტაბურ ეკონომიკურ პროცესებზე, ბაზრის ტრანსფორმაციაზე, ტექნოლოგიებზე, საინვესტიციო კლიმატსა და ფინანსურ პოლიტიკაზე.
წლევანდელი ცენტრალური თემა იქნება „ევრაზიული ეკონომიკური კავშირი გლობალურ ციფრულ რბოლაში: ფსონი ხელოვნურ ინტელექტზე“. ფორუმის არქიტექტურა მოიცავს ოთხ თემატურ ბლოკს და დაახლოებით 30 ღონისძიებას, რომლებიც მიძღვილია ყველაზე აქტუალურ სფეროებს: ბიზნესის მხარდაჭერას, სამრეწველო თანამშრომლობას, ციფრული პლატფორმებისა და ხელოვნური ინტელექტის რეგულირებას. ასევე დაგეგმილია სპეციალური საგამოფენო ბაზრობა და ყოვლისმომცველი ბიზნეს პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს კომპანიების განვითარებისთვის კონკრეტული ინსტრუმენტების შექმნას.