პუბლიკაციები
რუსული ენისა და კულტურის ცენტრში „აზბუკა“ გაიმართა პლაკატების გამოფენის გახსნა სახელწოდებით „მშვიდობა – ხალხთა ნებაა. მოკავშირეები დიდ სამამულო ომში“

 საქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი პლაკატების კოლექციის მფლობელმა სერგო გრიგორიანმა ისაუბრა გამოფენის შექმნის ისტორიის შესახებ, რომელიც ეძღვნება დიდი სამამულო ომის დაწყებისა და სსრკ-ის ანტიჰიტლერულ კოალიციაში შესვლის 85- წლისთავს. მან აღნიშნა, რომ ომის დროს პლაკატები მილიონიანი ტირაჟით გამოდიოდა და ხშირ შემთხვევაში არანაკლებ მრისხანე იარაღს წარმოადგენდა, ვიდრე თვითმფრინავები და ტანკები.

მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელი .. ოლისოვი. მან ხაზი გაუსვა, რომ წარმოდგენილი ნამუშევრები არა მხოლოდ XX საუკუნის ნათელი მხატვრული ნაწარმოებებია, არამედ მნიშვნელოვანი ისტორიული დოკუმენტებიც, რომლებიც თვალსაჩინოდ ასახავს იმ ეპოქის იდეოლოგიას, ღირებულებებსა და განწყობებს. თითოეულ პლაკატში ჩანს მოკავშირე სახელმწიფოების მტკიცე გადაწყვეტილება, გაანადგურონ საერთო მტერი – ჰიტლერული გერმანია.

ექსპოზიცია დამთვალიერებლებისთვის ღიაა სამუშაო დღეებში 10:00-დან 15:00 საათამდე, 19 ივლისის ჩათვლით. შესვლა თავისუფალია.