პუბლიკაციები
ან დაგვიცავი, სახელმწიფოვ, ან მოგვეცი უფლება, თავი თავად დავიცვათ და ნუ დაგვსჯი ამისთვის!

   საქართველო რომ აწყობილი სახელმწიფო იყოს, ელისაშვილს იმავე დღეს ჩასვამდნენ ციხეში, როდესაც მან მდინარაძეს დაარტყა! გარდა იმისა, რომ პარლამენტის წევრმა ამით პირდაპირი საფრთხე შეუქმნა სახელმწიფო უსაფრთხოებას, რადგან ხალხის რჩეულმა თავის ამომრჩევლებსა და საქართველოს მილიონობით მოქალაქეს მაგალითი მისცა – ნება დართო ხელის დარტყმაზე, ყველას ცემაზე, ვინც არ მოსწონთ, რაც საქართველოში მორიგი „თბილისური“ სამოქალაქო ომის პროვოცირება იყო; ელისაშვილი იქვე, პარლამენტში უნდა დაეკავებინათ და ხელბორკილებით წაეყვანათ ციხეში მინიმუმ 20 წლით, რადგან მან .... მკვლელობა სცადა!!! დიახ, დიახ, მე ვამტკიცებ, რომ მას მდინარაძის მოკვლა უნდოდა და ამას განახორციელებდა კიდეც, საფეთქელში რომ მოერტყა, ან მდინარაძეს დაცემისას თავი რომ დაერტყა, ან მდინარაძეს მწვავე ინფარქტი ან ჰემორაგიული ინსულტი (გაჟონვა) რომ დამართნოდა! მაგრამ არასრულყოფილმა სახელმწიფომ ამაზე თვალი დახუჭა, რადგან პარლამენტარები – ისინი ხომ „თეთრები, უმაღლესი სორტის ადამიანები" არიან, ხოლო საქართველოს ყველა უბრალო მოქალაქე – "მეორე სორტის" ხალხია!

რას უზამდნენ საქართველოს ჩვეულებრივ, „მეორე სორტის“ მოქალაქეს, მას რომ არა პარლამენტარისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისა და მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნისთვის, მდინარაძისთვის, არამედ უბრალოდ სხვა ადამიანისთვის დაერტყა? ციხეში არ ჩასვამდნენ?! აუცილებლად! სწორედ ამიტომ, ასეთი დაუსჯელობისა და შერჩევითი სამართლის დანახვაზე, ახალგაზრდობა იმედგაცრუებული დარჩა და ქურდულ მენტალიტეტს დაუბრუნდა! სწორედ ამიტომ თბილისის ქუჩებში ყოველი მეორე გამომწვევად იქცევა, დაწყებული სწრაფი მიტანის კურიერებით, და პროვოცირებას უწევენ კანონმორჩილ მოქალაქეებს უკანონო ქმედებებისკენ! ხოლო პატრული, როგორც მსგავს შემთხვევებში ხდება ხოლმე, ახლოს არ არის (მეჩვენება, თუ ბოლო დროს ქუჩებში პოლიციელები მართლაც ძალიან ცოტანი არიან?).

და მხოლოდ მაშინ, როცა ამ „HEROSტრატემ“ და HEROკრატმა აიღო პისტოლეტი და სასამართლოს დასაწვავად წავიდა, რაც ბოლომდე ვერ მიიყვანა - ისევე როგორც მდინარაძის მკვლელობა, ის დაიჭირეს და ციხეში ჩასვეს. აი, რატომ სცემა წიხლებით გამვლელების თვალწინ, სრულიად დაუსჯელად, დღისით მზისით, ქალაქის ცენტრში უკიდურესად გათავხედებულმა ელისაშვილმა ასაკით უფროს საქართველოს მოქალაქეს, ალი ბაბაევს! აი, რატომ არ არის ჯერ კიდევ საქართველო შემდგარი სახელმწიფო სრულყოფილი კანონმდებლობით. სისტემაში ასეთი „ჩავარდნა“ უამრავია, მაგრამ ამაზე არავინ მუშაობს – გამოჩენილი მეცნიერ-იურისტები მიდიან, აღარ არის ვენედი ბენიძე, თეა წულუკიანი საერთოდ ჩამოაშორეს თავის საქმეს, ძალოვან სტრუქტურებთან არსებული საზოგადოებრივი საბჭო აღარ არსებობს... და ბოლოს: „მოქალაქეობის შესახებ“ კანონის თანახმად, „საქართველოს მოქალაქე კარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე შევა სხვა სახელმწიფოს სამხედრო სამსახურში, პოლიციაში ან უშიშროების ორგანოებში“. ელისაშვილი, მართალია, მცირე ხნით, მაგრამ იმყოფებოდა უკრაინის ფრონტზე დაქირავებული მებრძოლის სტატუსით, ჩაირიცხა სამხედრო ნაწილში სამხედრო სამსახურში და ის შეაიარაღეს პპშ-თი . რატომ არ განიხილა დღემდე საქართველოს პროკურატურამ ეს საქმე და არ ჩამოართვა მას მოქალაქეობა, ხოლო მოქალაქეობასთან ერთად — პარლამენტარის მანდატი? და საერთოდ — რა ლოგიკაა? გამოდის, რომ მედიამენეჯერმა ამაღლობელმა პოლიციის უფროსს სილა გააწნა — ეს არ შეიძლება, პირდაპირ ციხეში! და როდესაც ელისაშვილმა პარლამენტარ მდინარაძეს ისე ძლიერად დაარტყა, რომ ტრიბუნიდან გადმოაგდო, ეს შეიძლება, იმიტომ, რომ თავადაც პარლამენტარია?! მართლაც, „ცხოვრება არის ნეტარი, როცა ხარ პარლამენტარი“... ამაში უხდიდა სახელმწიფო – ანუ ჩვენ ყველანი, გადასახადების გადამხდელები! – ჩვენს მიერვე დაქირავებულ "ხალხაის მსახურს" ელისაშვილს თვეში მინიმუმ 12 ათას ლარს?!

ბოლოთქმა: მდინარაძეს ჩემი დაცვა არ სჭირდება, საქმე პრინციპშია: ან დაგვიცავი, სახელმწიფოვ, ან მოგვეცი უფლება, თავი თავად დავიცვათ და ნუ დაგვსჯი ამისთვის!

   არნო ხიდირბეგიშვილი,
საქართველოს საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“-ს გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, უსაფრთხოების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

2026 წლის 23 ივლისი
საქართველო, თბილისი