პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ვიდრე ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. აღიარება გრძელდება, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები ვერ აღდგება

 საქართველო, 12 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე-მ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ოკუპაციის პირობებში ეს შეუძლებელია.

მთავრობის მეთაურის თქმით, ერთადერთი სახელმწიფო და მხარე, რომელმაც განახორციელა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, არის რუსეთის ფედერაცია, ეს იყო დანაშაული ქართული სახელმწიფოსა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. ამასთან, ირაკლი კობახიძე-მ დასძინა, რომ ვიდრე .. აღიარება არის შემდგარი ფაქტი რუსეთის მხრიდან, დიპლომატიური ურთიერთობები ვერ აღდგება, ჩვენი მიზანი რუსეთთან მიმართებით არის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება.