სამართალი
საქართველო, 12 აგვისტო, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აჭარის ტელევიზიის თანამშრომლის, კობა ფარტენაძის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტზე ორი პირი დააკავეს.
სამართალდამცველების ცნობით, „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ჟურნალისტურ საქმიანობასთან დაკავშირებით კობა ფარტენაძე-ს მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ“. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ორივე პირი ცხელ კვალზე დააკავეს, გამოძიება ძალადობისა და მუქარის მუხლებით მიმდინარეობს“.