პუბლიკაციები
პუტინი: მძიმე ბრძოლაში თავისუფლებისა და სუვერენიტეტის თავისი კანონიერი უფლების დაცვით, აფხაზეთი თანმიმდევრულად სრულყოფს თავის სახელმწიფო ინსტიტუტებს

 საქართველო, 27 აგვისტო, საქინფორმი.

„საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „ამაყთა მუსიკა“ ორგანიზატორებს, მონაწილეებსა და სტუმრებს

პატივცემულო მეგობრებო!

გულითადად მოგესალმებით სტუმართმოყვარე სოხუმში საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე „ამაყთა მუსიკა“, რომელმაც შეკრიბა მონაწილეები აფხაზეთიდან და რუსეთის მრავალი რეგიონიდან.

სიმბოლურია, რომ თქვენს წარმომადგენლობით შემოქმედებით ღონისძიებას სწორედ დღეს – ჩვენი ქვეყნებისთვის სამახსოვრო დღეს მართავთ.

18 წლის წინ, 2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთმა აღიარა აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. ამ მნიშვნელოვანმა ნაბიჯმა საფუძველი ჩაუყარა ოფიციალურ, კონსტრუქციულ და ურთიერთმომგებიან ორმხრივ ურთიერთობებს, ხელი შეუწყო ჩვენს ხალხებს შორის ტრადიციულად მეგობრული კავშირების გაღრმავებას, რომლებსაც აერთიანებს საერთო ისტორია, საერთო სულიერი და მორალური ღირებულებები.

უდავოა, რომ ფესტივალის სახელწოდებაში ღრმა აზრია ჩადებული. აფხაზეთს ნამდვილად აქვს საამაყო. მძიმე ბრძოლაში თავისუფლებისა და სუვერენიტეტის თავისი კანონიერი უფლების დაცვით, იგი თანმიმდევრულად სრულყოფს თავის სახელმწიფო ინსტიტუტებს, აძლიერებს ეკონომიკასა და სოციალურ სფეროს, შეაქვს წვლილი რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში. რუსეთი კვლავაც გაუწევს აფხაზ პარტნიორებს ყოველმხრივ მხარდაჭერას ამ მიმართულებებით. მათ შორის, ეროვნული კულტურის შენარჩუნებასა და გამდიდრებაში.

დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ფორუმი მნიშვნელოვანი მოვლენა გახდება რესპუბლიკის ცხოვრებაში, მოემსახურება საერთაშორისო ჰუმანიტარული თანამშრომლობის განვითარებას.

მონაწილეებს ვუსურვებ შთაგონებას, ხოლო მრავალრიცხოვან სტუმრებს – ნათელ, დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს.

ვლადიმერ პუტინი

2026 წლის 26 აგვისტო“

kremlin.ru