სამართალი
საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. ამერიკული გამოცემა New York Post საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის უძრავი ქონების გარიგების შესახებ წერს:
„საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამი-ბიჩზე მდებარე ექსკლუზიური საცხოვრებელი ვილა 51,5 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა. მდიდრული რეზიდენცია, რომელიც ოკეანის სანაპიროზე მდებარეობს, ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ კერძო უძრავი ქონების გარიგებად შეფასდა“, - იტყობინება New York Post.