სამართალი
პროკურატურა: გიორგი დავითაძის მიმართ ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა, დანაშაულს ადგილი არ ჰქონია

 საქართველო, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ დაწესებულების დეესკალაციის ოთახში გიორგი დავითაძის შემოწმების პროცესში მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.

„შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით, ათეულობით მოწმის გამოკითხვით, ექსპერტიზებით და ვიდეოჩანაწერების შესწავლით დადგინდა, რომ გიორგი დავითაძის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. იგი არსებით წინააღმდეგობაში მოდის საქმეზე შეკრებილ უტყუარ მტკიცებულებებთან, რის გამოც 2026 წლის 9 ოქტომბერს დანაშაულის არარსებობის გამო მოცემულ საქმეზე შეწყდა გამოძიება“, - აღნიშნულია განცხადებაში.