რელიგია
თბილისი, 21 ნოემბერი, საქინფორმი. ეს განცხადება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ რუსეთის პატრიარქ კირილთან შეხვედრისას გააკეთა.
საქართველოსა და რუსეთის პატრიარქები ერთმანეთს მაცხოვრის ტაძარში შეხვდნენ და ქვეყნებს შორის არსებული პრობლემების მოგვარების აუცილებლობაზე ისაუბრეს. კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მოსკოვში 18 ნოემბერს გაემგზავრა, მონაწილეობს რუსეთის პატრიარქის 65 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.
უწმიდესი მოსკოვში მცხოვრებ ქართველებსა და აფხაზებთანაც გეგმავს შეხვედრას. 23 ნოემბერს კი მოსკოვის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სადღესასწაულო წირვას აღავლენს.