საზოგადოება
სააკაშვილი: „მნიშვნელოვანია ხალხის არჩევანი“

1xalxi-sazogadoeba-2თბილისი, 6 ივნისი, საქინფორმი. სააგენტო „როიტერის“ შეკითხვას – „შეუძლია თუ არა კატეგორიულად გამორიცხოს იმის შესაძლებლობა, რომ ის არ გახდება პრემიერ-მინისტრი?“ – პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა:ხალხის არჩევანი არის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ და რომელიც შეცვლის ყველაფერს“.

როგორც სააკაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონთან ერთად ბათუმში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოში განმტკიცებულია ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტები, რაც ნიშნავს იმას, რომ აქცენტი უფრო მეტად ინსტიტუტებზე კეთდება, ვიდრე კონკრეტულ პირებზე.

„სამომავლოდ, პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ იმაზე, თუ რას გააკეთებენ ინსტიტუტები. მიმდინარეობს დემოკრატიის განმტკიცების პროცესი, რაც მნიშვნელოვანია ჩემთვის და ჩემი ხალხისთვის. ხალხის არჩევანი მოიტანს ცვლილებას ოქტომბერში და მომავალშიც“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის კომენტარის პარალელურად ჰილარი კლინტონმა ხაზი გაუსვა იმ გადაწყვეტილებების მნიშვნელობას, რომელთაც, მისივე თქმით, საქართველოს ლიდერები და მოქალაქეები მიიღებენ. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ეს გადაწყვეტილებები დემოკრატიული ინსტიტუტების ზრდასა და აშენებაზე დიდად იმეტყველებს.

„პრეზიდენტი საუბრობდა იმაზე, რომ ნებისმიერი დემოკრატიული ინსტიტუტი უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ვიდრე ინდივიდუალური ლიდერები, ისინი შეიძლება მოვიდნენ ძალაუფლებაში, წავიდნენ ძალაუფლებიდან, მაგრამ ინსტიტუტები უნდა გაძლიერდეს“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ მდგრადი დემოკრატიისთვის საჭიროა მომავალი არჩევნების სამართლიანად ჩატარება.