საზოგადოება
რა ხდება რეალურად დღეს ჩვენს ეკონომიკაში?

1-samushao-saz3საქართველოს ეკონომიკა დღეს კატასტროფულ მდგომარეობაშია. სტატისტიკა, რასაც სახელმწიფო იძლევა და „ცხვება“ იმ უწყებებსა და დეპარტამენტებში, სადაც  დაინტერესებული ძალების დაკვეთით სიცრუე და ტყუილი იქმნება, ნამდვილად არ ასახავს რეალურ სურათს და სასაცილოდაც არ ეყოფა გამოცდილ ეკონომისტს ან ფინანსისტს.

ამ ტყუილის დამტკიცება შესაძლებელია ფინანსური და ეკონომიკური ფორმულებით, და შედეგად მიიღებ იმას, რომ დღეს რა სტატისტიკაც ოფიციალურად გვაქვს ეკონომიკასა და მის სიძლიერეზე, გამოდის, რომ 2+2 არის 7! ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან ცუდია, რადგან ტყუილი ყოველთვის გამომჟღავნდება და უმრავი ეკონომიკური და ფინანსური ფორმულა არსებობს, რითაც შეიძლება ამ ტყულების გამოაშკარავება და უზუსტობის დამტკიცება.

ერთ-ერთმა წარმატებულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ (წყაროს მალევე განვათავსებ აქ, – ავტ.) საქართველოში უმუშევრობა 47%-ზე გამოთვალა. იყო სხვა ფორმულირებებიც, რომლებიც უმუშევრობას ქვეყანაში 41%-დან 57%-მდე ზრდიდა. ჩვენ კი ხან დანიას ვუსწრებთ, ხან შვედეთს და შეიძლება სულ მალე იაპონიის ეკონომიკასაც გავუსწროთ, თუ ვენდეთ ქვეყნის მმართველ გუნდს.

ამაზე უარყოფითი ის ფაქტია, რაც სოფლის მეურნეობის დარგში ხდება. ქართველი გლეხი „ვარდების რევოლუციამდე“ ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იყო, ვიდრე დღეს. დღეს, ფაქტობრივად, გლეხი მოაცილეს მიწას, აუკრძალეს შეშის მოჭრა, საქონლის დაკვლა და ადგილზე გაყიდვა. იმდენი დაბრკოლება შეუქმნეს გლეხს, რომ ის უკვე აღარ არის დაინტერესებული, გასაყიდად პროდუქტი გაიტანოს, მოუაროს მოსავალს და გააგრძელოს ის თაობიდან თაობამდე გადაცემული შრომა და მიწათმოქმედების ტრადიციები. ამიტომ არის მკეთრი ფასების ზრდა კვების ყველა პროდუქტზე, რადგან დიდი ნაწილი იმპორტია და ჩვენი გლეხი ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნის დაკმაყოფილებასაც კი ვერ ახერხებს.

ყოველი ეკონომიკური სვლა და კურსი უნდა იყოს ეროვნული და მიმართული მრეწველობის განვითარების სტრატეგიისკენ, რომ ქართველი გლეხი კონკურენტუნარიან გარემოში იყოს, ქართული ბიზნესი სახელმწიფოსგან პრივილეგიებით სარგებლობდეს, რომ ინვესტორსაც იმის ინტერესი ჰქონდეს, ქართველ მეწარმესთან ერთობლივად წამოიწყოს ახალი საინვესტიციო პროექტი. მარტო „ბორჯომით“ და ღვინით ქვეყანა ვერ აშენდება, რადგან საშუალო ფენა, ფაქტობრივად, არ არსებობს, და თუ არსებობს, ის დაუცველია და ფეოდალიზმის ხანაში ცხოვრობს.

ჩვენ უკან დავიხიეთ ბატონყმობისკენ და მონოპოლია, ეკონომიკური მონათმფლობელობა გავხადეთ კანონიერი, შრომის კოდექსი თითქმის არ არსებობს და ის, რაც არსებობს, მხოლოდ ქაღალდია; არ არსებობს საშუალო ფენის განვითარებაზე მიზანმიმართული ეკონომიკური კურსი, რაც გრძელვადიანი ეკონომიკური პერსპექტივისათვის აუცილებელია.

დღის წესრიგში მხოლოდ პრივატიზაციაა და ბევრი საპრივატიზაციო მიწა გადაეცა მხოლოდ სიმბოლურ 1 ლარად თურქ და სომეხ ინვესტორებს.

მოდი და სულ უფასოდ მივცეთ ქართველ ინვესტორს, ვინც ხალხს დაასაქმებს, თანაბარ პირობებს შეუქმნის და 3 წელი გადასახადებისაგან გავათავისუფლოთ. ქართული ბიზნესი უნდა ავაღორძინოთ, თორემ დავრჩებით თურქი ფაშების კარზე მუშა და ვასლები...

ჟურნალისამშობლო