საზოგადოება
„ბაზისბანკის“ ყიდვას ჩინური კომპანია აპირებს

1-bazisbanki-sazogadoeba-2თბილისი, 20 ივნისი, საქინფორმი. როგორც „ფაინენშალ თაიმსი“ იტყობინება, ჩინური კომპანია „სინძიან ჰუალინგ სამრეწველო-სავაჭრო ჯგუფი“ „ბაზისბანკის“ 90-პროცენტიანი წილის ყიდვას გეგმავს.

როგორც რადიო „პალიტრის“ გადაცემა „საქმეში“ საუბრისას ეკონომიკის ექსპერტმა ირაკლი ლიქვინაძემ აღნიშნა, ჩინური კომპანია წილის გაყიდვაზე მოლაპარაკებას ბანკის 12 აქციონერთან აწარმოებს.

„სინძიან ჰუალინგი“ საქართველოში 2006 წლიდან საქმიანობს და ხეტყის ბიზნესით არის დაკავებული.

როგორც ბრიტანული გამოცემა იუწყება, ჩინური კომპანია აღნიშნული ბანკის შესყიდვას 100 მილიონი დოლარის ფარგლებში გეგმავს.

ეროვნული ბანკის მონაცემებით „ ბაზისბანკის“ მფლობელები არიან შემდეგი ფიზიკური და იურიდიული პირები: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, რომელი აქციებს 15 პროცენტს ფლობს; ზურაბ ციხისთავი (13, 92 პროცენტი); ელდერ მილდიანი (9, 8 პროცენტი); ზაზა ნიშნიანიძე (8, 51 პროცენტი); მურმან ამბროლაძე (5, 58 პროცენტი); არჩილ მაზიაშვილი (6, 33 პროცენტი); ქეთევან სოსელია (5, 62 პროცენტი).