საზოგადოება
საქინფორმი რეზო ამაშუკელს ულოცავს!

1-saz-rezo-ANONSთბილისი, 22 ივნისი, საქინფორმი. გამოჩენილ ქართველ პოეტსა და  ქართული სიტყვის ოსტატს, არაერთი ქართული და უცხოური პრემიისა და ორდენის მფლობელს, ბატონ რეზო ამაშუკელს ა.წ. 24 ივნისს 76 წელი შეუსრულდება.

რუსთაველის თეატრში შარშან ჩატარებული მისი 75 წლის იუბილე და პოეზიის საღამო საზოგადოების ძლიერ ოპოზიციურ  მუხტად იქცა, რამაც ხელისუფლებისთვის მისი უახლოესი მეგობრის – რობერტ სტურუას, თეატრიდან გაშვებაშიც არცთუ უმნიშვნელო როლი ითამაშა.

საქინფორმი ულოცავს ბატონ რეზოს დაბადებიდან 76 წლის იუბილეს და უსურვებს მისთვის დამახასიათებელი შეუპოვრობით მართალი სიტყვის სადარაჯოსთან დგომას, დიდხანს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას  სამშობლოს სიყვარულისთვის თავგანწირულ ბრძოლაში!