საზოგადოება
ФМС: ქართველების დეპორტაცია არ მოხდება – რუსეთში ქართველთა კავშირი არალეგალებთან მუშაობას იწყებს

1-deportaciaთბილისი, 25 ივნისი, საქინფორმი. გაიმართა „რუსეთში ქართველთა კავშირის“ წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა რუსეთის ფედერალური სამიგრაციო სამსახურის (ФМС) თანამშრომლებთან, რომელიც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მყოფი ქართველების ლეგალიზაციის საკითხს ეძღვნებოდა. როგორც ცნობილია, 2012 წლის 13 ივნისს სამიგრაციო სამსახურის დირექტორმა . რომოდანოვსკიგანაცხადა, რომ ამჟამად რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე „90-დღიანი რეჟიმის გადაცილებით 9 ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქე იმყოფება“.  პასუხად „რუსეთში ქართველთა კავშირმა“ „ФМС“-ს დევნილთა პრობლემები შეახსენა, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ლეგალური დოკუმენტების გარეშე ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების შემდეგ აღმოჩნდნენ. „ეს ხომ მოსახლეობის ის კატეგორიაა, რომელიც სასჯელს კი არა, თანაგრძნობას იმსახურებს“, – განაცხადა „რუსეთში ქართველთა კავშირის“ პრეზიდენტმა მიხეილ ხუბუტიამ.

2012 წლის 15 ივნისს გაიმართა რუსეთის ფედერალური სამიგრაციო სამსახურის დირექტორ კ. რომოდანოვსკის შეხვედრა რუსეთის საზოგადოებრივი ორგანიზაცია „რუსეთში ქართველთა კავშირის“ პრეზიდენტ მ. ხუბუტიასთან. ამ შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება რუსეთის ფედერაციის ყველა რეგიონში „ФМС“-ისა და „რუსეთში ქართველთა კავშირის“ წარმომადგენელთა თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე. 19 ივნისს კი რუსეთის ფედერალურ სამიგრაციო სამსახურში გაიმართა შეხვედრა „რუსეთში ქართველთა კავშირის“ აღმასრულებელ დირექტორ ნ. მატუასა და ორგანიზაციის იურისტ მ. ბიანკისთან. შეხვედრაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება „ФМС“-ისა და „რუსეთში ქართველთა კავშირის“ წარმომადგენლებისაგან სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ იმ მოქალაქეთა კლასიფიკაციისა და დაზუსტებისთვის, რომლებსაც რუსეთის ფედერაციაში ლეგალიზებისთვის იურიდიული დახმარება სჭირდებათ.

„რუსეთში ქართველთა კავშირის“ წინადადებით, დახმარება უნდა გაეწიოს პირთა შემდეგ კატეგორიებს:

– აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილებს და იძულებით გადაადგილებულ პირებს;

– პირებს, რომლებმაც ვიზები საქართველოს საელჩოს საკონსულო განყოფილებაში 2006 წლამდე აიღეს, მაგრამ 2006-2007 წწ. მოვლენების შემდეგ მათი გაგრძელების შესაძლებლობა არ ჰქონდათ და ამით რუსეთის ფედერაციაში ლეგიტიმაცია დაკარგეს;

– პირებს, რომლებიც 15-20 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, აქვთ სსრკ პასპორტი ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი (ვიზის გარეშე), ანუ პირებს, რომლებიც რუსეთსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის შემოღებამდე მოხვდნენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე;

– პირებს, რომლებმაც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა მიიღეს, მაგრამ მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით დაკარგეს;

– პირებს ყოველგვარი საბუთების გარეშე (მათი აღდგენისათვის).

 

„რუსეთში ქართველთა კავშირი“ სთხოვს დაინტერესებულ პირებს, მიმართონ ტელეფონის ნომრებზე:  7(495)783-91-41 и 7(495)783-91-42.