სამართალი
კომპანია „კრისტალის“ ხელმძღვანელი დააკავეს

1-qlori-samarTali-3თბილისი, 5 ივლისი, საქინფორმი. კომპანია „კრისტალის“ ხელმძღვანელი ლევან დაუთაშვილი, რომელიც პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებოდა, დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 288-ე მუხლებით, რაც 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„კრისტალი“ გაერთიანებული წყალმომარაგების კონტრაქტორი ფირმაა, რომელსაც ქლორით სავსე ავზი ეკუთვნოდა.

როგორც საქინფორმი უკვე იუწყებოდა, გუშინწინ ლილოს დასახლებაში ავზიდან ქლორმა გაჟონა. მაშველებმა თავდაპირველად ავზის უსაფრთხო ადგილზე გადატანა სცადეს, თუმცა ავზიდან ქლორმა ხელმეორედ გაჟონა. დაზიანებული ავზიდან გამონაბოლქვი წყლის ჭავლის მეშვეობით გააუვნებელყვეს და ავზს ონკანი შეუცვალეს. ამჟამად ქლორის ავზი საქნავთის ტერიტორიიდან დაუსახლებელ, უსაფრთხო ადგილზეა გადატანილი.

მომხდარის შედეგად 73 ადამიანი მოიწამლა. 18 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.