სამართალი
ჯონ ბასი „Must Carry“-ს პრინციპების შესახებ

1-bass-jon-samarTali-1თბილისი, 6 ივლისი, საქინფორმი. როგორც აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა აშშ-ის დამოუკიდებლობიდან 236-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებაზე ჟურნალისტებს განუცხადა, „Must Carry“-ს პრინციპი ქართველ ამომრჩეველს საშუალებას მისცემს, ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს.

ელჩის განმარტებით, „Must Carry“-ს  პრინციპი – ეს ის სამართლებრივი ჩარჩოა, რომელიც იძლევა საშუალებას, საქართველოში ყველაზე სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები ჩატარდეს.

„იმისათვის, რომ ეს ყველაფერი მოხდეს, აუცილებელია, პოლიტიკურმა პარტიებმა ყურადღება დაუთმონ კამპანიასა და ერთმანეთთან კონკურენციას და არ გაამახვილონ ყურადღება იმაზე, რომ საარჩევნო პროცესი არ არის ლეგიტიმური და იდეალური“, –  განაცხადა ჯონ ბასმა.

მისივე თქმით, არცერთ ქვეყანაში არ არის იდეალური საარჩევნო პირობები. „გაუმჯობესებას რაც შეეხება, როგორც საქართველოში ვისურვებდით გაუმჯობესებულ გარემოს, ზუსტად ასევე შესაძლებელია აშშ-ში მოხდეს ვითარების გაუმჯობესება“, – განაცხადა ჯონ ბასმა.