ტრენინგები პოლიტიკური გაერთიანებების იურისტებისთვის
თბილისი, 10 ივლისი,
საქინფორმი. საქართველოს პოლიტიკური გაერთიანებების იურისტები ტრენინგებს გაივლიან. როგორც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან იტყობინებიან, სწავლება დღეს სასტუმრო „ამბასადორში“ ჩატარდება.
სასწავლო პროგრამის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის ხელმძღვანელი ნერმინ ნისიჩი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საქართველოს მისიის დირექტორი ანდრეა ქერბსი და ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი არჩილ ანასაშვილი დაესწრებიან.