საზოგადოება
„თავისუფალი საქართველო“ ლილოსა და ქუთაისის ინციდენტების სამართლიან გამოძიებას მოითხოვს

1-lilo-sazogad2თბილისი, 13 ივლისი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახურიდან ატყობინებენ, პარტია სამძიმარს უცხადებს ოჯახს 3 ივლისს ლილოს დასახლებაში შპს „კრისტალის“ კუთვნილი ავზიდან ქლორის გაჟონვის შედეგად 18 წლის ლაშა ნარიმანიძის გარდაცვალების გამო.

შეგახსენებთ, რომ ინციდენტის შედეგად 73 ადამიანი დაშავდა, მოწამვლის მძიმე ფორმის გამო გარდაიცვალა ლაშა ნარიმანიძე. ინციდენტს 2 პირისშპსკრისტალისხელმძღვანელ ლევან დაუთაშვილისა და შპსსენტიმენტალ ჯიემჯისწარმომადგენლისგოჩა ყულეჭიშვილის დაკავება მოჰყვა.

პარტია „თავისუფალი საქართველო“ თვლის, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში დანერგილი ტენდენციით, ხელისუფლება ახდენს პასუხისმგებლობის გადაბარებას პირებზე, ვინც შესაძლოა, სრულებით არ არის დამნაშავე მომხდარ ინციდენტში, და  ამის მაგალითად ასახელებს ქუთაისში პარლამენტის შენობის ნგრევის შემთხვევას, როდესაც სამართალდამცავებმა სამშენებლო კომპანიის საქმისმწარმოებელი დავით ქავთარაძე დააკავეს; მაშინ, როცა „უსაფრთხოების ნორმების დარღვევა გამოიწვია მიხეილ სააკაშვილის საჯარო მუქარამ მშენებლობის დაჩქარებული წესით დასრულებასთან დაკავშირებით“.

„თავისუფალი საქართველო“ დასახელებულ ინციდენტებში ბრალდებული პირების ადვოკატებსა და ოჯახებთან მჭიდრო კოორდინაციის სურვილს გამოთქვამს და მიმართავს მათ, მიაწოდონ ინფორმაცია „გამოძიების პროცესში შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით, რათა ჩვენ შევძლოთ დაკავებულთა უფლებების დაცვა და თავიდან ავიცილოთ მათ მიმართ არაობიექტური და არასამართლიანი მიდგომები“.