აქტუალური
„ქართული ოცნების“ მორიგი აქცია 5 აგვისტოს ბათუმში გაიმართება

1-baTumi-saqtualuri1თბილისი, 18 ივლისი, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ მორიგი აქცია 5 აგვისტოს ბათუმში გაიმართება. ამის შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მორიგ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დროის ეს შუალედი უკავშირდება „ქართული ოცნების“ შუალედურ პროექტებს, რომელთაც კოალიცია 5 აგვისტომდე პერიოდში განახორციელებს.

„გარდა ამისა, ზაფხულია და ამასაც ვითვალისწინებთ“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკურმა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ აქციები უკვე გამართა თბილისში, ქუთაისში, ოზურგეთში, მცხეთასა და გორში.