რელიგია
ბაგრატის ტაძრის ჯვრის კურთხევა

1-bagrati-reliigia1თბილისი, 27 ივლისი, საქინფორმი. ბაგრატის ტაძრისთვის საგანგებოდ შექმნილი ჯვრის კურთხევა დღეს გაიმართა. ნაკურთხ და დალოცვილ ჯვარს გუმბათზე რესტავრატორები აღმართავენ. ბრინჯაოს ჯვარი არქიტექტორ-რესტავრატორ ვანო გრემელაშვილის ნახაზით დამუშავდა და შეიქმნა.

ტექნიკური სამუშაოების გათვალისწინებით, ნაკურთხი ჯვრის გუმბათზე დაბრძანებას რამდენიმე დღე დასჭირდება და ქუთაისის ყველა ცენტრალური წერტილიდან შესამჩნევი გახდება.

როგორც  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან იტყობინებიან, XVII  საუკუნეში დაქცეული ტაძრისა და მისი გუმბათის აღდგენითი სამუშაოები ბოლო ფაზაში შედის.

დღეს ბაგრატის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაობის მიმდინარეობას მოინახულებენ და ჯვრის კურთხევის პროცესს დაესწრებიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობა, ამბა-ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე) და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის  საპატრიარქოს სხვა წარმომადგენლები.