აქტუალური
გაზეთ „საჯარო რეესტრის“ რუსულენოვანი დანამატი

1-reestri-aqtualur2თბილისი, 30 ივლისი, საქინფორმი. იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გაზეთ „საჯარო რეესტრის“ დანართი „დაისვენე საქართველოში“ უკვე რუსულ ენაზეც გამოსცა. დანართი სახელწოდებით „Отдохни в Грузии“ კვირაში ერთხელ პარასკეობით გამოდის და განკუთვნილია საქართველოში პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან შემოსული ტურისტებისთვის.

გაზეთში განთავსებულია ინფორმაცია თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებსა და რაიონებში, ტურისტულად აქტიურ ზონებში მდებარე ბინების, სახლების, საოჯახო ტიპის სასტუმროების გაქირავებისა და მომსახურების შესახებ. „Отдохни в Грузии“ საუკეთესო საშუალებაა საქართველოში სასწავლებლად, საქმიანი თუ ტურისტული ვიზიტით მყოფი რუსულენოვანი მოქალაქებისთვის.

ცნობისათვის: სულ ცოტა ხნის წინ სააგენტომ და „24 საათმა მომხმარებელს ერთობლივი პროექტი გაზეთისაჯარო რეესტრი შესთავაზა. გაზეთის ყოველ ნომერში 5000-ზე მეტი განცხადებაა განთავსებული უძრავი ქონების, ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის, გაქირავების, აუქციონების, ვაკანსიების შესახებ.

გაზეთს დართული აქვს ინგლისურენოვანი ჩანართიც. უცხოენოვანი ჩანართების მეშვეობით, უცხოელი მოქალაქე მარტივად და კომფორტულად, მათთვის გასაგებ ენაზე შეძლებს მოიძიოს საოჯახო ტიპის სასტუმროები, ბინები და სხვა გასაქირავებელი უძრავი ქონება.

გაზეთის ინგლისური და რუსულენოვანი ჩანართი ხელს შეუწყობს ქვეყანაში მცირე ბიზნესის განვითარებასაც. იმ სეგმენტს, რომელსაც რეკლამირების ფინანსური საშუალებები შეზღუდული აქვ, შეძლებ უფასოდ განათავსონ თავიანთი გასაქირავებელი უძრავი ქონების შესახებ დეტალური ინფორმაცია და პირდაპირი კავშირი დაამყარო მომხმარებელთან, რაც უცხოელი კლიენტების მოზიდვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იქნება. მოქალაქის სურვილის შემთხვევაში, საჯარო რეესტრი უსასყიდლოდ უზრუნველყოფს განცხადების ტექსტის ინგლისურ ენაზე თარგმნას.

გაზეთი უკვე იყიდება საქართველოს ფოსტის პრესის გამავრცელებელ ჯიხურებში. სულ მალე გაზეთის ინგლისური და რუსულენოვანი ჩანართი გავრცელდება აეროპორტებში, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში, საელჩოებში, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებში, რაც ხელს შეუწყობს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყანაში შემოსვლისთანავე სწრაფად და მარტივად, შუამავლების გარეშე, მოიძიონ მათთვის სასურველი ბინა, სახლი თუ სასტუმრო.