აქტუალური
„იოლი გასტრონომიამ“ სავაჭრო ქსელი „პოპული“ შეიძინა

1-ioli-aqtua1თბილისი, 31 ივლისი, საქინფორმი. კომპანია „პოპული“ადასტურებს „იოლი გასტრონომიის“ მიერ „პოპულის“ შეძენის ფაქტს.

„ბოლო პერიოდში „პოპულმა“ დიდ წარმატებას მიაღწია. ის აღნიშნულ სფეროში მზარდი ბრენდი და ერთ-ერთი ლიდერი გახდა. სწორედ ამ ფაქტორებმა გამოიწვია კომპანიით დაინტერესება „იოლის“ მხრიდან“, – განუცხადეს ჟურნალისტებს „პოპულის“ მენეჯმენტში.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ დროისთვის კომპანიების რებრენდინგი არ იგეგმება და ორივე მათგანი ბაზარზე დამოუკიდებლად განაგრძობს მოღვაწეობას.