აქტუალური
დამატებითი ონლაინრეგისტრაცია პირველკლასელთათვის

1-pirvelklas-aqtualir1თბილისი, 1 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პირველკლასელთათვის დამატებით ონლაინრეგისტრაციას აცხადებს.

სამინისტროს ინფორმაციით, ვინც 2 აპრილიდან 17 ივნისამდე ბავშვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დარეგისტრირება ვერ შეძლო, 2012 წლის 1-დან 17 აგვისტოს ჩათვლით შესაძლებლობა აქვს, რეგისტრაცია გაიაროს სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე www.mes.gov.ge.

მოსწავლის ჩასარიცხავად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენა მშობლებს 20-დან 30 აგვისტოს ჩათვლით სკოლებში შეეძლებათ.