აქტუალური
საქართველოში მართვის ახალი მოწმობები შემოდის

1-mowmoba-aqtuaa2თბილისი, 2 აგვისტო, საქინფორმი. ძველი მართვის მოწმობების გამოცვლა 2018 წლამდე იქნება შესაძლებელი. როგორც ჟურნალისტებს მომსახურების სააგენტოში განუცხადეს, ახალი მართვის მოწმობის აღება 16 ლარი ეღირება.

შეგახსენებთ, რომ მაღალტექნოლოგიური, ევროკავშირის კონვენციის სტანდარტების შესაბამისი მართვის მოწმობები ამოქმედდა.

ახალი მოწმობა ლაზერულ პრინტერზეა დაბეჭდილი და მასზე როგორც კატეგორიები, ისე ქვეკატეგორიებია დატანილი.

მართვის მოწმობაზე მინიშნებული იქნება, თუ რამდენწლინი გამოცდილება აქვს მძღოლს ავტომობილის მართვაში.

ახალი მართვის მოწმობის აღება მოქალაქეს 16 წლის ასაკიდან შეეძლება.