საზოგადოება
როდის იწყება სკოლებში ახალი სასწავლო წელი?

1-skola-sazzogadoe2თბილისი, 16 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ხატია დეკანოიძეს ჯერ არ გამოუცია ბრძანება სკოლებში ახალი სასწავლო წლის დაწყების თაობაზე.

„სამინისტროს მეთაურს ჯერ არ გამოუცია ბრძანება საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წლის დაწყების შესახებ, შესაძლოა, სწავლა დაიწყოს 17 სექტემბერს. ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია“, – განუცხადა ჟურნალისტებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელმა ქეთევან კვიტატიანმა.