საზოგადოება
ლეიბორისტთა მაჟორიტარი კანდიდატები თბილისიდან

1-Saliko-sazogaado2თბილისი, 17 აგვისტო, საქინფორმი. გუშინ „ლეიბორისტულმა პარტიამ“  საზოგადოებას თბილისის მაჟორიტარი დპუტატობის კანდიდატები წარუდგინა:

კრწანისში კენჭს იყრის კოტე გუგუშვილი, მთაწმინდაზეპაატა ჩოხელი, ვაკეშილეილა გაფრინდაშვილი, საბურთალოზეგურამ პეტრიაშვილი, გლდან იოსებ შატბერაშვილი, ნაძალადევგიორგი გუგავა, ჩუღურეთიოსებ სამხარაძე, დიდუბეშიპაატა ჯიბლაძე, ისანკახა ძაგანია, სამგორგიორგი ბიჭაშვილი.

„ეს ის გუნდია, რომელიც არც პოლიტიკას ღალატობს და არც მოქალაქეებს“, – განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე.

თბილისის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ამ დროისთვის დასახელებული ჰყავთ შემდეგ პოლიტიკურ გაერთიანებებს: „ქართულ ოცნებას“, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“.