საზოგადოება
ცესკომ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპკორპუსს წინასაარჩევნო სვლები გააცნო

1-azara-sazzogadoo3თბილისი, 17 აგვისტო, საქინფორმი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს წინასაარჩევნო სამზადისის მიმდინარეობა გააცნო. შეხვედრა ცესკოში დახურულ კარს მიღმა გაიმართა.

როგორც ჟურნალისტებს ცესკოს პრესსპიკერმა ეკა აზარაშვილმა განუცხადა, შეხვედრაზე ისაუბრეს ყველა იმ საკითხზე, რაზეც ცესკო წინასაარჩევნოდ მუშაობს.

„შეხვედრაზე განიხილეს ის ღონისძიებები, რომლებიც წინასაარჩევნოდ დაიგეგემა, ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის საკითხზეც, კერძოდ: რიგითი ნომრების მინიჭება, მედიისა და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების აკრედიტაციის პროცესი. ჩვენ მზად ვართ, ვუპასუხოთ ყველა კითხვას და ვითანამშრომლოთ ყველა ამ მხარესთან, რათა გაუმჯობესდეს საარჩევნო გარემო“, – აღნიშნა ეკა აზარაშვილმა.

შეხვედრას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების 15-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.