პოლიტიკა
თბილისი, 20 აგვისტო, საქინფორმი. უწყებათაშორისი კომისიისათვის ცნობილი გახდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს შენობებში მმართველი პარტიის სააგიტაციო პლაკატები და საარჩევნო ნომერი იყო განთავსებული და ამ ფაქტებზე შესაბამისი რეაგირება მოახდინა. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი კომისია რეკომენდაციას აძლევს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს და სახელმწიფო დაწესებულებებს:
დროულად მოახდინონ თავიანთი თანამშრომლების ინფორმირება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო დაწესებულებების ოფისებში პარტიული სიმბოლიკის განთავსება საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს;