საზოგადოება
„სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოვლენილი პოლიტიკური ზეწოლის 55 ფაქტი

1-faqtebi-sazogadrooo1თბილისი, 22 აგვისტო, საქინფორმი. წინასაარჩევნო მონიტორინგის პერიოდში „სამართლიანმა არჩევნებმა“ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის 55 ფაქტი გამოავლინა; მათ შორის, ჟურნალისტური საქმიანობისათვის ხელის შეშლის 5 შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც უკვე იუწყებოდა საქინფორმი, გუშინ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მეოთხე შუალედური ანგარიში წარმოადგინა.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ  სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევები შემცირდა, მაგრამ პრობლემად რჩება პოლიტიკური ნიშნით დევნისა და ზეწოლის ფაქტები.

მისი თქმით, „სამართლიანი არჩევნები“ იმედოვნებს, რომ ანგარიშში მოყვანილი ფაქტები არ დარჩება შესაბამისი ორგანოების შესწავლისა და რეაგირების გარეშე.

ორგანიზაცია აგრძელებს წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგს. მომდევნო ანგარიში აგვისტოს ბოლოს გამოქვეყნდება.