პოლიტიკა
„თავისუფალმა საქართველომ“ და მისმა პარტნიორებმა ქვემო ქართლის, წალკისა და თეთრიწყაროს მაჟორიტარები დაასახელეს

1-kuka-politika3თბილისი, 23 აგვისტო, საქინფორმი. როგორც „თავისუფალი საქართველოს“ პრესცენტრი საქინფორმს აცნობებს, რუსთავში პარტია „თავისუფალმა საქართველომ“, „ტრადიციონალისტთა კავშირმა“ და „თეთრებმა“ ქვემო ქართლის ერთიანი მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელეს.

რუსთავის საარჩევნო ოლქში პარტიების ერთიანი მაჟორიტარობის კანდიდატი მალხაზ ბარბაქაძე იქნება;

გარდაბანის საარჩევნო ოლქში გაერთიანების კანდიდატად რადა ბაირამოვა დასახელდა;

მარნეულის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატად პარტიებმა მაჰარ დერზიევი წარადგინეს;

ბოლნისის საარჩევნო ოლქში „თავისუფალი საქართველოსა“ და მისი პარტნიორების კანდიდატი დავით ლობჟანიძე იქნება;

დმანისში მაჟორიტარობის კანდიდატად დავით ბარბაქაძე დასახელდა.

პარტიების ლიდერებმა წალკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატად – ჯემალ ვანაძე, ხოლო თეთრიწყაროში ლალი აფციაური წარადგინეს.