აქტუალური
თბილისი, 3 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ეგიდით დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეების, მოადგილეებისა და მდივნების ტრენინგის მეორე ეტაპი იწყება.
როგორც ცესკო იუწყება, ტრენინგი 9 სექტემბრამდე გაგრძელდება. მასზე ამომრჩეველთა სიებს, საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების უფლებამოსილებებისა და კენჭისყრის დღეს განცხადება-საჩივრების წარმოების საკითხებს განიხილავენ.