პოლიტიკა
აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოშია

1-norland-poliiii2თბილისი, 5 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოში აშშ-ის ახლად დანიშნული ელჩი რიჩარდ ნორლანდი თავის საქმიანობას დღეიდან იწყებს.

როგორც აშშ-ის საელჩოში განაცხადეს, რიჩარდ ნორლანდი დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მივა, მოგვიანებით კი ის რწმუნებათა სიგელებს საქართველოს პრეზიდენტს გადასცემს.

შეგახსენებთ, რომ რიჩარდ ნორლანდი აშშ-ის ელჩად საქართველოში ოფიციალურად  27 ივლისს დაინიშნა. ამ თანამდებობაზე მან ჯონ ბასი შეცვალა.