საზოგადოება
ხმის მიცემის წესები საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთათვის

1-emigr-sazoggg1თბილისი, 5 სექტემბერი, საქინფორმი. ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურების შესახებ ემიგრანტებისთვის განმარტებებს აკეთებს. ამის შესახებ ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული:

„ცენტრალური საარჩევნო კომისია განმარტავს – საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე სხვა სახელმწიფოში გახსნილ უბანზე ხმის მისაცემად საქართველოს მოქალაქე საკონსულოს აღრიცხვაზე უნდა იმყოფებოდეს. თუ მოქალაქე საკონსულო აღრიცხვაზე არ იმყოფება, მას შეუძლია 2012 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით რეგისტრაცია შესაბამის საკონსულო დაწესებულებაში ან საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბანში გაიაროს. ამ წესით დარეგისტრირებული ამომრჩევლები შესაბამისი საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელს სიაში შეჰყავს  და 2012 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით ცესკოსა და ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიას გადასცემს“, – ნათქვამია განცხადებაში.