პოლიტიკა
აშშ-ის ახალი ელჩი გრიგოლ ვაშაძეს შეხვდა

1-vaSa-politii3თბილისი, 6 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე იმედოვნებს, რომ ამერიკის ახალ ელჩთან თანამშრომლობა ისეთივე ნაყოფიერი იქნება, როგორიც მის წინამორბედებთან იყო. ამის შესახებ ვაშაძემ ჟურნალისტებს სასტუმრო „რედისონში“ რიჩარდ ნორლანდთან შეხვედრის მერე განუცხადა.

„ამერიკის ახალმა ელჩმა რწმუნების სიგელის ასლი გადმოგვცა და პირველი გაცნობითი შეხვედრა გვქონდა. შემჭიდროვებულ ვადებში ვეცდებით, რომ პრეზიდენტს გადასცეს რწმუნებათა სიგელები. ამის შემდეგ ელჩი შეუდგება თავისი მოვალეობის სრულფასოვან შესრულებას. თუმცა, უკვე ჩართულია ამ საქმიანობაში, დელეგაციასთან ერთად მოძრაობს და უკვე შეხვდა პრეზიდენტს. არის ძალიან გამოცდილი დიპლომატი და ყველა ჩვენი კოლეგა, რომელსაც მასთან შეხება ჰქონია, მას ახასიათებს როგორც უაღრესად გათვითცნობიერებულ და ინფორმირებულ პიროვნებას. მეც დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩვენი თანამშრომლობა იქნება ისეთივე კარგი და ურთიერთსასარგებლო, როგორც გვქონდა ბატონ ბასთან და ბატონ ტეფტთან“, – განაცხადა ვაშაძემ.

ამერიკის ახალმა ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს რწმუნებათა სიგელები გუშინ გადასცა. მან სასტუმრო „რედისონში“ მიმდინარე შეხვედრა კომენტარის გარეშე დატოვა.