პოლიტიკა
ივანიშვილი: „დებატებზე უარს არ ვამბობ, თუ ისინი ნამდვილი იქნება!“

1-debat-poolitika1თბილისი, 11 სექტემბერი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა: „დებატებზე უარი არ მითქვამს, კეთილი ინებონ და ნამდვილი დებატები გააკეთონ“.

მისი თქმით, ის მოითხოვს სხვა არხებისთვისაც გახსნან ეთერი და ნამდვილი დებატები აჩვენონ ხალხს. „კეთილი ინებონ და რეალური დებატები გააკეთონ და მოსახლეობას მისცენ შესაძლებლობა, ნახონ კანდიდატები და შეაფასონ – რომელზე გააკეთონ არჩევანი“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, უნდა გაკეთდეს რეალური დებატები „და არა მოგონილი, ტვინის გამორეცხვაში რომ ჩართეს ტელევიზიები“.

ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე – თუ რატომ დასჭირდა ამდენი ხანი რუსეთში მისი ქონების გაყიდვას, უპასუხა, რომ ძალიან იაფად გაყიდა ყველაფერი და ამხელა ქონების გაყიდვას ნამდვილად სჭირდებოდა 1 წელი და 6 თვე.

„საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ პირველ დებატებში მონაწილეობდნენ ვანო მერაბიშვილი, გიორგი თარგამაძე და შალვა ნათელაშვილი. ამ დებატებზე ბიძინა ივანიშვილიც იყო მიწვეული.