რელიგია
პატრიარქი უკლებლივ ყველას ბაგრატის ტაძარში იხმობს
1-bagrat-reliiidi1თბილისი, 11 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას მთავრობას, ოპოზიციას და სრულიად საქართველოს მომავალ კვირას ბაგრატის ტაძარში მისვლისკენ მოუწოდა.
როგორც ილია მეორემ აღნიშნა, მომავალ კვირას იხსნება ბაგრატის ტაძარი, სადაც წირვა-ლოცვას თავად შეასრულებს. „ბაგრატის ტაძრის კურთხევაზე მომავალ კვირას ყველას – პოზიციას, ოპოზიციას, მთავრობას, მხედრობას და სრულიად საქართველოს გიწვევთ ბაგრატის ტაძარში“, – აღნიშნა უწმიდესმა.