საზოგადოება
ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრები

1-delegac-sazoo2თბილისი, 12 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო დელეგაცია სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები დღეს შეხვედრებს გამართავენ.

იგეგმება შეხვედრები კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან, ასევე, სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშთან, „ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიასთან“, „ახალ მემარჯვენეებსა“ და „ლეიბორისტებთან“.

შეხვედრა გაიმართება, ასევე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძესა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან.