პოლიტიკა
„თავისუფალი საქართველო“ თავის მხარდამჭერებს ზაზა პაპუაშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

1-kukaa-ppoliti2თბილისი, 14 სექტემბერი, საქინფორმი. პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერებმა „ქართული ოცნების“ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატ ზაზა პაპუაშვილს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს.

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები პაპუაშვილის მოსახლეობსათან შეხვედრას დაესწრნენ და თავიანთ მხარდამჭერებს მოუწოდეს, ამ ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს დაუჭირონ მხარი.

შეგახსენებთ, რომ „თავისუფალმა საქართველომ“ 8 საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ კანდიდატს დაუჭირა მხარი, ესენია: მთაწმინდა, ქუთაისი, გარდაბანი, ადიგენი, ახმეტა, მესტია, ჩხოროწყუ, წალენჯიხა.