აქტუალური
თიბილოვი: „საქართველო სერიოზულ სამხედრო მზადებას აწარმოებს“

1-tibilovi-aqtuuu1თბილისი, 19 სექტემბერი, საქინფორმი. ცხინვალის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, რომ საქართველო სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს შორის არსებულ საზღვარზე სერიოზულ სამხედრო მზადებას აწარმოებს. მისი თქმით, ქართველები  საზღვართან ახლოს მდებარე სოფლებში სამხედრო საწყობებსა და საფორტიფიკაციო ნაგებობებს აშენებს.

კომენატრი გააკეთა თიბილოვის წარმომადგენელმა ჟენევის მოლაპარაკებებში მურატ ჯიოევმაც. მისი თქმით, სამხრეთ ოსეთის სამართალდამცველები საზღვარზე ქართული ჯარის გადაადგილებებს ამჩნევენ. ეს კი, ჯიოევის თქმით, ადგილობრივი მოსახლეობის შეშფოთებას იწვევს.