აქტუალური
«TV 9»-მ კოლონიებში მოზარდთა წამებისა და გაუპატიურების კადრები გაავრცელა

1-bavSvebi-aqtuuu2თბილისი, 20 სექტემბერი, საქინფორმი. ტელეკომპანია „მე-9 არხმა“ ახალი ვიდეომასალა გაავრცელა, რომელიც არასრულწლოვანთა კოლონიაშია გადაღებული. ვიდეოში ასახულია არასრულწლოვანთა არასათანადოდ მოპყრობისა და ცემის კადრები.

მთავარი შეკითხვა, რომელსაც არასრულწლოვანს უსვამენ, ქურდებს უკავშირდება. „ქურდებს სცემ პატივს?.. ქურდებს რა?..“

გავრცელებულ ვიდეომასალაში არასრულწლოვანი ითხოვს, რომ არ სცემონ, თუმცა ციხის თანამშრომლები მას სცემენ და აუპატიურებენ (ეს ვიდეო საქინფორმის მთავარ გვერდზე www.saqinform.ge  ხვალ განთავსდება).