სამართალი
ქართულ ციხეებში რაღაც წარმოუდგენელი ხდება

1-aRSfotdabiWi-samartaaa3თბილისი, 20 სექტემბერი, საქინფორმი. პატიმართა წამების ფაქტებთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი  ფილიპ დიმიტროვი აცხადებს, რომ ეს წარმოუდგენელი რამ არის.

შეეხო რა ქართული ტელეკომპანიების მიერ გავრცელებულ ვიდეომასალებს, დიმიტროვმა განაცხადა: „ვიდეომასალა ცხადყოფს, რომ ქართულ ციხეში ხდებოდა რაღაც აღმაშფოთებელი. ბუნებრივია, ხალხი შოკირებულია – ბუნებრივი უნდა იყოს ის, რომ ამ ფაქტის უკანმდგომი ადამიანები დაუსჯელნი არ უნდა დარჩნენ. მნიშვნელოვანია, საქართველომ და, კერძოდ, მისმა მთავრობამ, ნათლად დააფიქსიროს, რომ ასეთი აქტები დაუსჯელი არ დარჩება, მათზე პასუხისმგებლობის საკითხი დაისმება და დამნაშავეების მიმართ გამოყენებული იქნება ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა“, – აღნიშნა ფილიპ დიმიტროვმა.