აქტუალური
პრეზიდენტმა ისევ რუსული შეთქმულება დაინახა

1-rusuli-aqtuuua2თბილისი, 24 სექტემბერი, საქინფორმი. გუშინ, ზუგდიდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა აქციაზე გამოსვლისას, მიხეილ სააკაშვილმა ახსნა სკანდალი, რომელიც საქართველოს ციხეებში პატიმრების წამებასთან დაკავშირებით ქვეყანაში და მსოფლიოში აგორდა.

პრეზიდენტმა მოუთხრო შეკრებილებს, როგორ გათავისუფლდნენ  ბოლოს და ბოლოს მისი თანამემამულეები შიშისა და ძალადობისგან, როგორ დაამარცხა ქვეყანამ კრიმინალი და კორუფცია. ამის შემდეგ მან მომხდარს შეთქმულება უწოდა, რომელიც რუსული ფულით ხორციელდებოდა.

„მათ ამის გასაჯაროება 24–25 სექტემბერს უნდოდათ და ეგონათ, რომ ორშაბათიდან დაიწყებოდა სისტემის ჩამოშლა. მაგრამ დღეს კვირაა და იმათ საყურადღებოდ, ვინც ფიქრობდა, რომ უკანა კარიდან შეძლებს რუსულ-პუტინური წესების დამყარებას და საქართველოს წარსულში დააბრუნებს – ეს გეგმა ჩავარდა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა დასძინა, რომ არ აპირებს პოლიტიკიდან წასვლას, სანამ ახალ საპორტო ქალაქ ლაზიკას არ ააშენებს.