სამართალი
თურქეთში საქართველოს კონსულმა პოსტი პატიმართა წამების გამო დატოვა

1-konsul-samarTaaaa2თბილისი, 26 სექტემბერი, საქინფორმი. თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს კონსულმა გელა ჯაფარიძემ პროტესტისა და პატიმრებისადმი სოლიდარობის ნიშნად თანამდებობა დატოვა.
როგორც ჯაფარიძემ „GHN“-ს განუცხადა, მისთვის,  როგორც საქართველოს კონსულისათვის, რომელიც წლების განმავლობაში პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობას და საქართველოს მოქალაქეთა უფლებებს, მათ შორის – თურქეთში ქართველ პატიმართა უფლებებს იცავდა, ყოვლად მიუღებელია საკუთარ სამშობლოში პატიმართა მიმართ ასეთი ვანდალური დამოკიდებულება.

„ბოლო სამი დღის განმავლობაში იმედი მქონდა, რომ შესაბამისი სამსახურები გადადგამდნენ კონკრეტულ ნაბიჯებს, მიმართულს პატიმართა წამებასთან დაკავშირებით დასახელებული ყველა პირის კანონის სრული სიმკაცრით დასჯისკენ, თუმცა ეს არ მომხდარა. სწორედ ამიტომ ვაპროტესტებ მომხდარ დანაშაულებს, გამოვხატავ სოლიდარობას უფლებაშელახული პატიმრების მიმართ და ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას“, – აღნიშნა მან.