აქტუალური
ჩერქეზებს საქართველოში საკუთარი სოფელი ექნებათ

1-Cerqea-aqtuuu2თბილისი, 27 სექტემბერი, საქინფორმი. თბილისში გაიმართა ჩერქეზული სოფლის შექმნის პროექტი პრეზენტაცია, რომელიც მომზადებულია საერთაშორისო ჩერქეზული საბჭოსა და საქართველოს ჩერქეზული კულტურის ცენტრის მიერ.

იდეის ავტორები სოფლის აშენებას კურორტ ანაკლიას მახლობლად აპირებენ, დაახლოებით 750 ჰექტარ ფართობზე. ადგილი შემთხვევით არ არის შერჩეული: ჯერ ერთი, ზღვასთან, მეორეც, რამდენიმე თვის წინ აქ ჩერქეზი ხალხის გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი გაიხსნა.

პროექტის ინიციატორთა აზრით, სოფელი ქართველებსა და ჩერქეზებს შორის ისტორიული კავშირების აღდგენას, აგრეთვე, ადიღეური კულტურის განვითარებას შეუწყობს ხელს. ახალ სოფელში  ათზე მეტი სამეცნიერო-საგანმანათლებლო ობიექტის აშენება ივარაუდება, თანაც, ავტორების ჩანაფიქრით, ჩერქეზულ დროშაზე  ვარსკვლავების განლაგების შესაბამისად...