აქტუალური
ივანიშვილი: „სააკაშვილი ქუჩაში ვერ გამოგვიყვანს!“

1-kavk-aqtuuu3თბილისი, 27 სექტემბერი, საქინფორმი. როგორც ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყველაფერზეა წამსვლელი ხელისუფლების შესანარჩუნებლად და შეუძლია პროვოკაციებსაც მიმართოს. „მაგრამ რაც არ უნდა გააკეთოს, ჩვენ ქუჩაში ვერ გამოგვიყვანს! – აღუთქვა ივანიშვილმა, –  როგორც უნდა განვითარდეს მოვლენები, მე მინდა, მოქალაქეებს ვუთხრა, რომ ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ დავუშვებთ სამოქალაქო დაპირისპირებას, რასაც ეს ხელისუფლება ცდილობპირველი დღიდან, რაც მე პოლიტიკაში მოვედი“.

ივანიშვილმა ყველას მოუწოდა, 2012 წლის 1 ოქტომბერს არჩევნებზე მივიდნენ და თავისი არჩევანი გააკეთონ. მან აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში ხმების 80%-ის მიღების იმედი აქვს.