სამართალი
დაკავებულია კახა კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსი

1-kalaZe-samarTaaaa2თბილისი, 27 სექტემბერი, საქინფორმი. სამტრედიის პოლიციამ კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ კახა კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსი ავთანდილ თევზაძე დააკავა.

კალაძის პრესმდივანი ოთარ ჩრდილელი ამბობს, რომ თევზაძე პირდაპირ საარჩევნო შტაბში აიყვანეს, თანაც – დაკავების მოტივის განმარტების გარეშე. ჩრდილელი ამ ფაქტს პოლიტიკურ დევნად აფასებს.

ავთანდილ თევზაძის დაკითხვა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა, რომლის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ არ დაიშლებიან, სანამ თევზაძეს პოლიციის განყოფილებიდან არ გამოუშვებენ.