სამართალი
კახა კალაძე და გუბაზ სანიკიძეც ქურდულ სამყაროსთან კავშირში არიან?

1-gubaz-samarTaaa3თბილისი, 27 სექტემბერი, საქინფორმი. და კვლავ მორიგი კომპრომატი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან. ამჯერად სამინისტრომ სამიზნედ  „ქართული ოცნების“ წევრები კახა კალაძე და გუბაზ სანიკიძე ამოირჩია.

როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე  აღინიშნა, უწყებამ რამდენიმე ღონისძიება ჩაატარა, რომლებმაც გამოავლინა ზოგიერთი ქართველი ოპოზიციონერის კავშირი ქურდული სამყაროს წარმომადგენლებთან.

„გვინდა, წარმოგიდგინოთ ინფორმაცია გატარებული ღონისძიებების შესახებ. 23 სექტემბერს თბილისში დაკავებული იქნა „კანონიერი ქურდი“ დათო ხიზანიშვილი. იგი მოქმედებდა „კანონიერი ქურდის“ – ლაშა შუშანაშვილის, დავალებით. მისი ამოცანა იყო, დანაშაულებრივი ჯგუფის სახელით დაშინების გზით ზეწოლა მოეხდინა ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ. მეორე ჩანაწერი ეხება კოალიცია „ქართული ოცნების“ სიის პირველ ნომერს – კახა კალაძეს“, – განაცხადა დეტექტივმა.

მასალებში წარმოდგენილია, აგრეთვე, გუბაზ სანიკიძის სატელეფონო საუბარი საქართველოს უშიშროების ყოფილ მინისტრ ვალერი ხაბურძანიასთან, რომელიც ამჟამად მოსკოვში იმყოფება. მათი საუბრიდან გამომდინარე, სანიკიძე სთხოვს ხაბურძანიას, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ ერთ-ერთი ქართველი „კანონიერი ქურდი“ ციხიდან გაათავისუფლოს.

თუმცა წარმოდგენილი კადრები იმდენად არადამაჯერებელი და აშკარად ნაყალბევია, რომ მათ არ გამოიწვიეს ის რეაქცია, რომელსაც ხელისუფლება მოელოდა. ისრები მიზანს ასცდა!