სამართალი
საქინფორმის მთავარი რედაქტორი თავს კარგად გრძნობს

1-redaktor-samarTal1თბილისი, 28 სექტემბერი, საქინფორმი. ორი დღის წინ, საღამოს, საქინფორმის მთავარი რედაქტორის კუთვნილ მსუბუქ ავტომანქანას, რომელსაც თავად ბატონი არნო ხიდირბეგიშვილი მართავდა, სატვირთო ტრაილერი შეეჯახა, რის შემდეგაც საქინფორმის რედაქციაში არ წყდება აღელვებული მკითხველის ზარები.

ძვირფასო თანამოქალაქენო, დიდ მადლობას გიხდით ყურადღებისთვის და გაცნობებთ, რომ საქინფორმის მთავარი რედაქტორის – არნო ხიდირბეგიშვილის, ჯანმრთელობას ზიანი არ მისდგომია, ის საქინფორმის რედაქციაში თავის საქმიანობას განაგრძობს და თავს კარგად გრძნობს, რასაც მის ავტომანქანაზე ვერ ვიტყვით...

საქინფორმის რედაქცია