სამართალი
თბილისი, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ ბრძანებულებაში ცვლილება შეიტანა. ცვლილების თანახმად, შსს-ის მმართველობას დაქვემდებარებული სახელისუფლო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტო ამ უწყების მართვის სფეროდან გადის და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ექვემდებარება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მის საქმიანობას შსს ვეღარ გააკონტროლებს. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს გადაეცა სახელმწიფო ქონებაზე კონტროლიც.
2012 წლის 5 ოქტომბრის ბრძანებულებით, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოზე ხელი აღარ მიუწვდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტის, მისი ადმინისტრაციის, ასევე, ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირთა ხარჯებს ახალი მთავრობა ვერ გააკონტროლებს. ასევე, პრეზიდენტის უშუალო კონტროლს ექვემდებარება საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების განხორციელება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატ დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი თავისი ძირითად ფუნქციას – აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლს, კარგად მოახერხებს.