საზოგადოება
ბაქრაძე: „ეს შეხვედრა თანამშრომლობის ნაწილია“

1-baqraZeeთბილისი, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. პრეზიდენტისა და კოალიციის ლიდერის პირისპირ შეხვედრის შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ ისაუბრა ამ შეხვედრის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მთავარი სიტყვა, რომლითაც შესაძლებელია დახასიათდეს ეს შეხვედრა, იყო პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ხალხის წინაშე.

„სწორედ ამ პასუხისმგებლობით იყო გამსჭვალული პრეზიდენტის სიტყვები მთლიანად, ამ პასუხისმგებლობის გამო შედგა დღევანდელი შეხვედრაც და ორივე მხარის მხრიდან ეს იყო ძალიან დადებითი ნაბიჯი“, – აღნიშნა მან.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, განხორციელდება ის ცვლილებები, რომლებიც დაკავშირებულია საპარლამენტო არჩევნებსა და მის შედეგებთან, თუმცა არ შეიცვლება ხელისუფლების ის ნაწილები, რომლებიც სხვა არჩევნების გზით ირჩევა“.

მისივე განმარტებით, მოქმედი კონსტიტუცია მოითხოვს თანამშრომლობას საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის და ეს შეხვედრებიც ამ თანამშრომლობის ნაწილია.